ბუნებისმეტყველების წრის რეფლექსია


სსიპ ზესტაფონის  მუნიციპალიტეტის  სოფელ კვალითის     საჯარო   სკოლის   მასწავლებელ  ნინო გოგიაშვილის
ბუნებისმეტყველების  წრის რეფლექსია
მშობლიური მიწა-წყლის უკეთ გაცნობის მიზნით შევქმენი ბუნების წრე. შევარჩიე წრის სახელწოდება ,,მოგზაურები“. წრის შექმნის მიზანი იყო მოსწავლეებში სამშობლოსადმი სიყვარულის გაღვივება,  შეეცნობა, შეეყვარება.  მეტი ინფორმავიის მიწოდებით  წარმოდგენა  შექმნოდათ ქართული მიწა-წყლის ყოველ კუთხე კუნჭულსა და მის თვალწარმტაც ბუნებაზე.
 ინფორმაცია წრის შექმნის  შესახებ გავაცანი მეოთხე კლასის მოსწავლეებს.მათ დადებითად შეაფასეს წრის შექმნა და თანხმობა გამოთქვეს ჩართულიყვნენ საწრეო მუშაობაში. განვსაზღვრე საწრეო მუშაობის პროფილი, შევადგინე პროგრამა,დავსახე მიზანი და თემები შესაბამისი აქტივობებით.
    საწრეო მუშაობა დავიწყე  2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრში კვირაში  ერთჯერ,ოთხშაბათ დღეს. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა განისაზღვრებოდა ერთი აკადემიური საათით. წრის მუშაობისას გამოყენებული აქტივობები და რესურსები ემსახურებოდა საწრეო მუშაობის მიზნის მიღწევას. თითოეული აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად. წრის მუშაობისას გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა მოთხოვნილებები და საჭიროებები, ინდივიდუალური შესაძლებლობები და მოტივაცია.საწრეო მუშაობის პროგრამა ხანგრძლივობა,  შეხვედრები განრიგი და ამსახველი ფოტო-მასალა ეტაპობრივად ავტვირთე პერსონალურ ბლოგზე, რომლის მისამართია: https://bunebiswreninogogiashvili.blogspot.com/
დაგეგმილი აქტივობების განხორციელებამ დადებითი შედეგი გამოიღო.წრეში გაერთიანებულ მოსწავლეთა მოტივაციის დონე გაუმჯობესდა,რამაც ხელი შეუწყო მიღებული ცოდნის განმტკიცებას და პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად განრიგის მედვით. განუხორციელებელი აქტივობა არ ყოფილა.პროგრამის მოდიფიცირება საწრეო მუშაობისას საჭირო არ გამხდარა.
  საწრეო მუშაობისას დასახულ მიზანს მივაღწიე.განხორციელებული აქტივობები იყო მათთვის საინტერესო და მრავალფეროვანი.ვთვლი, რომ ბუნებისმეტყველების წრის ჩამოყალიბება და მუშაობა მნიშვნელოვანი და აქტუალური იყო. ამის საფუძველს კი  საწრეო მუშაობაზე დასწრების და ჩართულობის მააღალი აქტივობა მაძლევს.                                                                                                                  
                                                                     ნ.გოგიაშვილი         
                                                                                                 12.06.2019

Comments

Popular posts from this blog