ბუნებისმეტყველების წრის რეფლექსია
სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლის მასწავლებელ ნინო გოგიაშვილის ბუნებისმეტყველების წრის რეფლექსია მშობლიური მიწა-წყლის უკეთ გაცნობის მიზნით შევქმენი ბუნების წრე. შევარჩიე წრის სახელწოდება ,,მოგზაურები“. წრის შექმნის მიზანი იყო მოსწავლეებში სამშობლოსადმი სიყვარულის გაღვივება, შეეცნობა, შეეყვარება. მეტი ინფორმავიის მიწოდებით წარმოდგენა შექმნოდათ ქართული მიწა-წყლის ყოველ კუთხე კუნჭულსა და მის თვალწარმტაც ბუნებაზე. ინფორმაცია წრის შექმნის შესახებ გავაცანი მეოთხე კლასის მოსწავლეებს.მათ დადებითად შეაფასეს წრის შექმნა და თანხმობა გამოთქვეს ჩართულიყვნენ საწრეო მუშაობაში. განვსაზღვრე საწრეო მუშაობის პროფილი, შევადგინე პროგრამა,დავსახე მიზანი და თემები შესაბამისი აქტივობებით. საწრეო მუშაობა დავიწყე 2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრში კვირაში ერთჯერ,ოთხშაბათ დღეს. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა განისაზღვრ...